ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო დარტყმები განახორციელა - ირანელი მომლაპარაკებელი აცხადებს, რომ აშშ-ს "არ გააჩნია ნებისყოფა ან უნარი,  ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს"

ისრაელის საჰაერო ძალებმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს, რომლის სამიზნე, მათი მტკიცებით, „ჰეზბოლას“ მებრძოლები იყვნენ მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ ისრაელზე დრონებით თავდასხმა მოხდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ირანელმა მომლაპარაკებელმა მოჰამედ ბაკერ კალიბაფმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმა აჩვენებს, რომ აშშ-ს არ გააჩნია ნებისყოფა ან უნარი, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

„თუ არ გაქვთ ნებისყოფა და უნარი, შეასრულოთ თქვენი ვალდებულებები, ამ გზის გაგრძელებაზე საუბარი შეუძლებელია“, - დაწერა მან X-ზე.

ამასთან, ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის მეთაურის მოადგილემ, მოჰამედ ჯაფარ ასადიმ განაცხადა, რომ ისრაელის დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების ხელმოწერა კვირას იგეგმებოდა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრია შეჰბაზ შარიფის ინფორმაციით, ისლამაბადი ელექტრონული ხელმოწერისთვის ემზადება, რასაც მომდევნო კვირაში ტექნიკური დონის მოლაპარაკებები მოჰყვება.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს