უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა, - ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ახლახანს შესანიშნავი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მივულოცე პრეზიდენტ ტრამპს დაბადების დღე და საკმაოდ დეტალური დისკუსია გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე - მათ შორის, რა თქმა უნდა, მშვიდობაც იყო. ვუსურვე პრეზიდენტ ტრამპს წარმატებები, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისკენ მიმართულ საქმიანობაში. ასევე მადლობა გადავუხადე მას ამერიკის მიერ უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და მნიშვნელოვანია, რომ მადლიერებით ვიხსენებთ ამ მხარდაჭერის ყოველ ნაბიჯს - „ჯაველინებიდან“ „პეტრიოტებამდე““, - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, განიხილეს ისეთი საკითხები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მშვიდობის დამყარებას.
„განვიხილეთ ისეთი საკითხები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მშვიდობის დამყარებას ახლა და მე ვაცნობე პრეზიდენტს ბრძოლის ველზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ჩვენი პოზიციების გამყარების შესახებ. შევთანხმდით, რომ უფრო მეტს განვიხილავთ დიდი შვიდეულის სამიტზე ჩვენი შეხვედრის დროს. გვაქვს რამდენიმე კარგი იდეა, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის წინსვლას და სიცოცხლის დაცვას“, - წერს ზელენსკი.