ავლაბარში, საცხოვრებელი კორპუსის სხვენში ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

ავლაბარში, საცხოვრებელი კორპუსის სასხვენო გადახურვაში ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ამ დროისთვის სახანძრო სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. უწყების ცნობით, ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ