ავლაბარში ხანძარი ლიკვიდირებულია

ავლაბარში, საცხოვრებელი კორპუსის სასხვენო გადახურვაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაშავებულის მდგომარეობას, უწყების ცნობით ის კლინიკაში იმყოფება და კონტაქტურია.

ცნობისთვის, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოახერხეს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ