ირანული მედია - აშშ-სთან მიღწეული შეთანხმება 14 პუნქტისგან შედგება

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტი აშშ-ის მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადის 30 დღის ვადაში მოხსნას ითვალისწინებს.

ირანული მედია იუწყება, რომ მემორანდუმი 14 პუნქტისგან შედგება პუნქტები მოიცავს : მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში; აშშ-ის ვალდებულებას, არ ჩაერიოს ირანის შიდა საქმეებში; აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნა 30 დღის ვადაში; აშშ-ის ძალების გაყვანას ირანიდან; ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას 30 დღის ვადაში ირანის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად; აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ ირანისთვის მინიმუმ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რეკონსტრუქციის გეგმების წარდგენას; ირანის ნავთობისა და ენერგეტიკულ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების გაუქმებას; ირანის მიერ ბირთვული იარაღის წარმოების შეწყვეტის ვალდებულების დადასტურებას; აშშ-ის ვალდებულებას, არ გაზარდოს თავისი ძალები რეგიონში და არ დააწესოს ახალი სანქციები.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით, „საბოლოო მოლაპარაკებები არ დაიწყება მანამ, სანამ ირანის გაყინული სახსრების ნახევარი არ გათავისუფლდება, ირანის ნავთობზე დაწესებული სანქციები არ შეწყდება და საზღვაო ბლოკადა არ მოიხსნება“. სააგენტოს ცნობით, საბოლოო შეთანხმებას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დაამტკიცებს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში