გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები აშშ-ირანის შეთანხმებაზე - ეს არის შესაძლებლობის მომენტი რეგიონული სტაბილურობის აღსადგენად და გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის

ვულოცავთ შეერთებულ შტატებს, ირანის მთავრობას და ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის პაკისტანს, კატარს და ყველა სხვა შუამავალს, ამ დიპლომატიურ გარღვევას, - ამის შესახებ აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც ისინი აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურებიან, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ლიდერების მტკიცებით, ისინი მჭიდროდ ითანამშრომლებენ აშშ-სთან, ირანთან და რეგიონულ პარტნიორებთან, რათა ეს მომენტი გამოიყენონ.

„ეს არის შესაძლებლობის მომენტი რეგიონული სტაბილურობის აღსადგენად და გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის. ინტენსიურად ვიმუშავებთ აშშ-სთან, ირანთან და რეგიონულ პარტნიორებთან, რათა გამოვიყენოთ ეს მომენტი, შევინარჩუნოთ იმპულსი და მივაღწიოთ გრძელვადიან დიპლომატიურ შეთანხმებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერები შეთანხმების სწრაფად და ყოვლისმომცველად განხორციელების მოწოდებით გამოდიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია ჰორმუზის სრუტის სასწრაფოდ ხელახლა გახსნა უპირობო და შეუზღუდავი ნავიგაციის თავისუფლებით.

გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ირანს არასდროს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და რომ ისინი მზად არიან გააუქმონ შესაბამისი სანქციები ირანის მიერ მისი ბირთვული პროგრამის შესახებ მკაფიო, დადასტურებული ნაბიჯების საპასუხოდ. ამასთან, ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ მხარდაჭერას ლიბანის სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია