რუსებმა კიევზე თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 25

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს. დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა და ხანძარი გაჩნდა, მათ შორის საცხოვრებელ შენობებსა და კიევ-პეჩორის ლავრაში, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, ამჟამად, კიევში სხვადასხვა ხარისხის დაზიანება 40-ზე მეტ ლოკაციაზეა დაფიქსირებული.

ამასთან, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 4 ადამიანი და დაშავებულია 25, მათ შორის ორი ბავშვი.

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში