რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის

შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და წესრიგის დამყარებისთვის მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნევ და კმაყოფილებით მივესალმები მას, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.

„ხაზგასმით ვაცხადებ, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული რიტორიკა, პროვოკაციები და ქმედებები, რომლებმაც შეიძლება დაძაბულობა გაზარდოს“, - აცხადებს ერდოღანი.

მისი თქმით, საჭიროა შესაძლო საბოტაჟის წინააღმდეგ სიფხიზლის შენარჩუნება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხაზს უსვმს, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და სიმშვიდის დამყარებას და ხელს შეუწყობს დიპლომატიასა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ ხანგრძლივ გადაწყვეტილებებს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში