რუსული ძალების თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

კიევზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დადასტურდა ხანძარი კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე არსებულ შენობებში. წინასწარი ინფორმაციით, ის პირდაპირი დარტყმის შედეგი იყო“, - განაცხადა კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ.

მან მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად ლავრას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

„ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ლავრის ტერიტორია მნიშვნელოვნად დაზიანდა და სერიოზული ხანძარი გაჩნდა. რუსებმა განზრახ დაარტყეს ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სალოცავის გულს!“- აღნიშნა ტკაჩენკომ.

მაშველების ცნობით, მიძინების ტაძრის სახურავზე ხანძარმა 800 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში