ბაიბა ბრაჟე - რუსეთის მიერ ქრისტიანულ კულტურულ და რელიგიურ საგანძურზე თავდასხმა მისი დაუნდობელი ბარბაროსობის ნამდვილი სახეა

ბაიბა ბრაჟე - რუსეთის მიერ ქრისტიანულ კულტურულ და რელიგიურ საგანძურზე თავდასხმა მისი დაუნდობელი ბარბაროსობის ნამდვილი სახეა

რუსეთის მიერ ქრისტიანულ კულტურულ და რელიგიურ საგანძურზე თავდასხმა მისი დაუნდობელი ბარბაროსობის და უკრაინის თავისუფლებისა და გათავისუფლებისთვის უშიშარი ბრძოლის მიმართ სასოწარკვეთის ნამდვილი სახეა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„არა რუსეთის ომის ნორმალიზებას, არა რუსეთის მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებში“, - წერს ბრაჟე.

ცნობისთვის, კიევზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.