ანდრეი სიბიგა - კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმით პუტინმა სამუდამოდ შეიყვანა თავისი სახელი ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში

კიევ-პეჩერის ლავრაზე, ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს წმინდა ადგილზე, თავდასხმით, პუტინმა სამუდამოდ შეიყვანა თავისი სახელი ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„ის საუკუნეების განმავლობაში წყეული უნდა იყოს. ის ამ ომს წააგებს“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, კიევ-პეჩერის ლავრა ქვეყნის ისტორიის მანძილზე არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე.

„ახლა საქმე გვაქვს რუს ტერორისტებთან, რომლებმაც უკვე გადააჭარბეს ISIS-ს კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. მხოლოდ რუს ნაძირლებს, რომლებსაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ, შეუძლიათ განზრახ დააზიანონ კიევ- პეჩერის ლავრა, იუნესკოს უნიკალური მემკვიდრეობის ძეგლი“, - წერს სიბიგა.

მისი განცხადებით, უკრაინა დაიწყებს ყველა შესაბამის პროცედურას ყველა სხვა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში.

„სასწრაფოდ დავიწყებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოსა და ყველა სხვა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ და ადეკვატურ რეაგირებას ამ სახელმწიფო ბარბაროსობაზე. ველით საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დედაქალაქების მკაცრ რეაქციებს. არანაირი ბუნდოვანი სიტყვები, დუმილი ან სუსტი ნაბიჯები. ჩვენ გვჭირდება მოქმედება ახლავე რუსული ბარბაროსობის შესაჩერებლად“, - წერს სიბიგა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში