ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ირანის შეთანხმებაზე - ახლა პრიორიტეტი ყველა მხარის მიერ შეთანხმების სწრაფი და სრული განხორციელებაა

მივესალმები აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც რამდენიმე პარტნიორის მიერ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახლა პრიორიტეტია შეთანხმების სწრაფი და სრული განხორციელება ყველა მხარის მიერ.

„ეს შეთანხმება უნდა იძლეოდეს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ ხელახლა გახსნის საშუალებას. ნავიგაციის თავისუფლება უნდა აღდგეს უფასოდ. ეს აუცილებელია რეგიონული სტაბილურობისა და გლობალური ეკონომიკისთვის. ეს კარს უხსნის ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ უფრო ფართო მოლაპარაკებებს და უნდა დაასრულოს ირანის ბირთვული და ბალისტიკური პროგრამები და მისი დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა რეგიონში“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ვერ იქნება, სანამ ლიბანი ცეცხლშია გახვეული.

„ევროპა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ ლიბანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და განახორციელონ ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი განცხადებით, ევროპა მზადაა შეასრულოს თავისი როლი.

„ეს კრიზისი ასევე ნათელ გაკვეთილს შეიცავს. კიდევ ერთხელ, ენერგოდამოკიდებულების იარაღად გამოყენება მოხდა. ჩვენ უნდა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი მიწოდების მარშრუტები და შევიმუშაოთ ალტერნატიული ექსპორტის დერეფნები, რათა დივერსიფიცირება მოვახდინოთ ჰორმუზის ვიწრო ზონიდან. ამას და სხვა საკითხებს განვიხილავთ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად