საფრანგეთში დღეს „დიდი შვიდეულის“ სამიტი იწყება

საფრანგეთი კურორტ ევიან-ლე-ბენში 15-17 ივნისს „დიდი შვიდეულის“ სამიტს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც მოსალოდნელია, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, აშშ-სა და ირანს შორის ჩარჩო შეთანხმებასაც განიხილავენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას ხელი პარასკევამდე არ მოეწერება, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეთანხმების დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას სთხოვენ, განსაკუთრებული აქცენტი კი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე გაკეთდება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ლიდერები ახალი შეთანხმების ფარგლებში ლიბანის მხარდაჭერასაც განიხილავენ.

სამიტზე ევროკავშირს წარმოადგენენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

წლევანდელი სამიტის დღის წესრიგის განსახილველი საკითხები ასევე მოიცავს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთთან ომის ფონზე და ხელოვნური ინტელექტის საკითხს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად