არსებული ინფორმაციით, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს

თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, მეშვიდე სართულიდან გადმოაგდეს. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მათივე ცნობით, შემთხვევა გასულ ღამით მოკლულის საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილობრივების განცხადებით, მათ სროლისა და ჩხუბის ხმაც გაიგეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა