თბილისის სხვადასხვა უბანში ჰაერის ხარისხი ისევ შემოწმდა

2026 წლის პირველი ხუთის თვის მონაცემების ანალიზის მიხედვით, თბილისში, ჰაერში მყარი ნაწილაკებით (PM10) 24-საათიანი ზღვრულად დასაშვები ნორმის (50 მკგ/მ3) გადაჭარბების ყველაზე მეტი, 26 შემთხვევა, წერეთლის გამზირზე მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურზე დაფიქსირდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული შემთხვევებიდან 13 გამოწვეული იყო სინოპტიკური პროცესებით და საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.

„თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ხუთი ავტომატური სადგურის საშუალებით, რომლებიც განთავსებულია შემდეგ ლოკაციებზე: წერეთლის გამზ. №105; ყაზბეგის გამზ., ვ. გოძიაშვილის სახელობის პარკი; ვარკეთილი 3, IIIა მ/რ, №325-ის მიმდებარედ; აღმაშენებლის გამზ. №73ა, „ილიას ბაღი“ და მარშალ გელოვანის გამზ. №34;

ავტომატურ სადგურებზე ძირითადად იზომება შემდეგი დამაბინძურებლების კონცენტრაციები: მყარი ნაწილაკები (PM10, PM2.5), აზოტის ოქსიდები (NO, NOx, NO2), გოგირდის დიოქსიდი (SO2), ნახშირჟანგი (CO) და ოზონი (O3).

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის: ქალაქ თბილისში, ატარებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორულ გაზომვებს, რომლის ფარგლებში განისაზღვრება ბენზოლის, აზოტის დიოქსიდისა და ოზონის კონცენტრაციები. 2025 წელს ჩატარებული ინდიკატორული გაზომვების შედეგების მიხედვით, აზოტის დიოქსიდის (NO2) საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ ზღვრულად დასაშვებ ნორმას (40 მკგ/მ3) გადააჭარბა მონიტორინგის 12 პუნქტზე.

2026 წელს, ჯერჯერობით, ჩატარებულია მხოლოდ ერთი ეტაპის ინდიკატორული გაზომვები, რომლის შედეგებშიც შეინიშნებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების შემცირების ტენდენცია, თუმცა წლიური შეფასებების გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სრული წლის მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ.

რაც შეეხება მყარი ნაწილაკებით (PM10) დაბინძურებას, 2026 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემების ანალიზის მიხედვით, 24-საათიანი ზღვრულად დასაშვები ნორმის (50 მკგ/მ3) გადაჭარბების ყველაზე მეტი - 26 შემთხვევა დაფიქსირდა წერეთლის გამზირზე მდებარე მონიტორინგის სადგურზე. აღნიშნული შემთხვევებიდან 13 გამოწვეული იყო სინოპტიკური პროცესებით და საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აპრილში და მაისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის არცერთ ავტომატურ სადგურზე PM10-ის 24-საათიანი ზღვრული მნიშვნელობის გადაჭარბების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ზოგადად, 2026 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ჰაერის ხარისხი თბილისის სხვადასხვა უბანში განსხვავდება როგორც სატრანსპორტო დატვირთვის, ისე მეტეოროლოგიური და ადგილობრივი გარემო პირობების გავლენით. ზოგადად, უფრო მაღალი კონცენტრაციები, როგორც წესი, ფიქსირდება ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობისა და ურბანული აქტივობების მქონე ტერიტორიებზე, ხოლო შედარებით უკეთესი მაჩვენებლები - ნაკლები სატრანსპორტო დატვირთვისა და უკეთესი აერაციის პირობების მქონე ლოკაციებზე”, - ნათქვამია სააგენტოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა