მთავრობის განკარგულებით, სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ელექტრონული ვებპლატფორმის დასამზადებლად 53 ათასი ლარი გამოიყოფა

მთავრობის განკარგულებით, სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ელექტრონული ვებპლატფორმის ­დასამზადებლად 53 ათასი ლარი გამოიყოფა.

როგორც მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა.

“საქართველოს მოქალაქეებისათვის ერთიანი ციფრული პლატფორმის მეშვეობით ფასდაკლებული პირველადი მოხმარების პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ელექტრონული ვებპლატფორმის დამზადებისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გამოუყოს არაუმეტეს 53 000 (ორმოცდაცამეტი ათასი) ლარისა”, - ნათქვამია განკარგულებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა