ემანუელ მაკრონი კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმაზე - ეს თავდასხმა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას ვიმუშაოთ ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობის მიღწევაზე

ეს თავდასხმა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა ვიმუშაოთ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელზეც რუსეთი ჯიუტად უარს ამბობს, და შემდეგ მშვიდობის მიღწევაზე, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ კიევ-პეჩერის ლავრაზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისი თქმით, ამ საკითხებს ევიანში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განიხილავენ.

ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ თავდასხმას კიევ-პეჩერის ლავრაზე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, არანაირი გამართლება არ გააჩნია. მისივე თქმით, საფრანგეთი მზადაა ითანამშრომლოს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მუშაობენ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში