ირაკლი ქადაგიშვილი - თუ უვიზო მიმოსვლას შეაჩერებენ, შანტაჟის ბოლო ბერკეტსაც დაკარგავენ

ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, საქართველოსთან მიმართებაში თვალდახუჭვის რეჟიმში დარჩება, თვალს გაახელს და რეალობას შეხედავს თუ იმ რეჟიმში დარჩება, რომ სომხეთია შავი ზღვისა და კასპიის ზღვის დამაკავშირებელი - თუ უვიზო მიმოსვლას შეაჩერებენ, შანტაჟის ბოლო ბერკეტსაც დაკარგავენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რა დროსაც ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას იყენებს არა ობიექტური განსჯის, არამედ ზემოქმედების ბერკეტად.

„ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, საქართველოსთან მიმართებაში თვალდახუჭვის რეჟიმში დარჩება, თვალს გაახელს და რეალობას შეხედავს თუ იმ რეჟიმში დარჩება, რომ სომხეთია შავი ზღვისა და კასპიის ზღვის დამაკავშირებელი. ლოზუნგები, რომელიც მიმართული იყო ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის, კონტრპროდუქტიულია და პირიქით, ევროპის იდეის დამაზიანებელია. საქართველოსთან მიმართებაში უნდა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანა ვინმეს კი არ ებრძვის, საქართველო ეროვნული ინტერესების დასაცავად იბრძვის და ამის უფლება გვაქვს და ამ უფლებას ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ გვიკვეცავს.

თუ უვიზო მიმოსვლას შეაჩერებენ, შანტაჟის ბოლო ბერკეტსაც დაკარგავენ. ანუ, ზემოქმედების ბერკეტად იყენებს და არა, ობიექტური განსჯის ბერკეტად. ამ ბერკეტის გამოყენებით რას უნდა მიაღწიოს? - მიზანია, რომ ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს. ოპოზიციაც მუდამ იმას ამბობს, რომ სანქციები დაწესდეს, რათა რამენაირად ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა გააჩერონ. თუ ევროკავშირი ამ კონტექსტში ფიქრობს საბოლოოდ, მაშინ ძალიან მძიმე მოვლენასთან გვქონია საქმე. თუ იმის უნარი აქვთ, რომ თავისი განწყობა სუბიექტურიდან ობიექტურისკენ შეცვალონ, მაშინ არ შეიძლება, სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე იყოს საუბარი”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში