ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბულგარეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა ბულგარეთის ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვის უმასპინძლა. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე, ელჩმა ირაკლი ყანდაშვილს ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ადვოკატის პროფესიის როლს ქვეყანაში სანდო და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებაში.

ირაკლი ყანდაშვილმა ბულგარეთის ელჩს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, ძირითადი მიმართულებები და საქმიანობის სპეციფიკა გააცნო.

შეხვედრაზე მხარეები ორი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციებს შორის სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომელიც ერთობლივ კონფერენციებს, ტრენინგებსა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში