მთავრობის განკარგულებით, „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ მოწყობისათვის, 1 100 000 ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვის განხორციელების ნებართვა გაიცა

მთავრობის განკარგულებით, „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ მოწყობისათვის, 1 100 000 ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვის განხორციელების ნებართვა გაიცა.

როგორც მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, თანხა თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გამოიყოფა.

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრს მიეცეს უფლება, „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ მოწყობისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესაბამისი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 1 100 000 ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და ამავე ცენტრისთვის ნებადართული, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან”, - ნათქვამია განკარგულებაში, რომელიც 5 ივნისით თარიღდება.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში