გლობალური ამერიკული უნივერსისტეტის თბილისის კაპუსის - Webster University Tbilisi ორგანიზებით საქართველოში საბაკალავრო საფეხურის პირველ კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
ღონისძებამ შეაჯამა გასული 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო აღიარების მქონე უნივერსიტეტის მიერ სტუდენტებისათვის შეთავაზებული არაერთი უნიკალური შესაძლებლობა - სწავლება საერთაშორისო სტანდარტებით, გაცვლითი პროგრამები Webster-ის ნებისმიერ საერთაშორისო კამპუსში მსოფლიოს მასშტაბით, უნიკალური სასწავლო პროგრამები გლობალური მოქალაქეობის მოდულით, საერთაშორისო გამოცდილება და იმ საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების ნაწილად ყოფნა, რომელიც უკვე 110 წელს ითვლის. მნიშვნელოვანია, რომ კურსდამთავრებულებმა მიიღეს ამერიკული განათლება და დიპლომი სწორედ თბილისში, ქვეყნის დატოვების ვალდებულების გარეშე.
Webster University ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი აშშ-ში, მისურის შტატში მდებარეობს. პირველი საერთაშორისო ფილიალი კი 1972 წელს ჟენევაში, შვეიცარიაში გაიხსნა. ამჟამად უნივერსიტეტის ქსელი აერთიანებს კამპუსებს აშშ-ში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებში, საბერძნეთში, საქართველოში, ჩინეთსა და უზბეკეთში.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში უნივერსიტეტის პირველი კამპუსი 2021 წელს თბილისში გაიხსნა, ორწლიანი მოლაპარაკებების შედეგად ქართულსა და ამერიკულ მხარეებს შორის და დღეს რეგიონში ერთადერთ ოფიციალურ ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალს წარმოადგენს.
Webster University Tbilisi-ს საგანმანათლებლო მოდელის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ორმაგი აღიარებაა. ოთხწლიანი სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები იღებენ როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ, ისე ქართულ დიპლომებს, რაც მათ წინაშე გლობალური მასშტაბით უხსნის კარს უსაზღვრო პროფესიული და აკადემიური შესაძლებლობებისკენ.
ისტორიული საზეიმო გამოსაშვები ცერემონია, რომელმაც ემოციურ ვითარებაში ჩაიარა, განსაკუთრებული იყო თავისი სტუმრებითაც. კურსდამტავრებულთა სიხარული და წარმატება გაიზიარეს მათმა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რა თქმა უნდა, პროფესორებმა. Webster University-ის საერთაშორისო კამპუსების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოს კამპუსის ვიცე-რექტორმა ახალგაზრდებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცეს, სამახსოვრო სიგელები გადასცეს საზეიმო ვითარებაში და მომავალი კარიერული წინსვლა უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ Webster University Tbilisi-ს პირველი თაობის საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულები სწავლას ცნობილ და მაღალრეიტინგულ ამერიკულ თუ ევროპულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ. ამასთან, კურსდამთავრებულთა ნაწილი უკვე წარმატებით არის დასაქმებული თავიანთი პროფესიის შესაბამისად, რაც უნივერსიტეტის მიერ მიცემული განათლების პრაქტიკულ ღირებულებასა და შრომის ბაზარზე მის მაღალ კონკურენტუნარიანობას უსვამს ხაზს.
(R)