შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გავაგრძელებთ საქართველოში იმ ადამიანების გვერდით მტკიცედ დგომას, რომლებსაც სურთ, ევროპის ნაწილი იყვნენ

გავაგრძელებთ იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ იმუშაონ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანების მიმართულებით, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ლუქსემბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.

ამ კომენტარით შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას, რა არის მისი გზავნილი იმ ქართველებისთვის, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

„შეშფოთებული ვარ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების გვერდით მტკიცედ დგომას, რომლებსაც სურთ, ევროპის ნაწილი იყვნენ“, - დასძინა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში