ირაკლი კობახიძე - მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას - ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას

მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას. ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განცხადება სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ნაბიჯი კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას განაპირობებს.

„მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას. ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმება მიღწეულია და აშშ შეწყვეტს ქვეყნის საზღვაო ბლოკადას, ასევე, გაიხსნება ჰორმუზის სრუტე. მთავარმა შუამავალმა პაკისტანმა კი განაცხადა, რომ ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში