ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის თავდასხმას უპასუხებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას რეაგირება მოჰყვება.

დაზიანებული კიევ-პეჩერის ლავრის მონახულებისას, ჟურნალისტმა ზელენსკის დაუსვა შეკითხვა, რას ეტყოდა ვლადიმერ პუტინს ამ თავდასხმის შემდეგ, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა: „ვეტყვით“.

ზელენსკის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ რუსებმა უკრაინაზე მასობრივი დარტყმა სწორედ მას შემდეგ განახორციელეს, რაც ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაბადების დღე მიულოცა.

„მან, როგორც ყოველთვის, ცინიკურად მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტს და შემდეგ უკრაინაზე მასობრივი დარტყმა განახორციელა. ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის, რომ მათ რამდენიმე დღე არა მხოლოდ რაკეტების შეგროვებაზე დახარჯეს, არამედ პრეზიდენტი ტრამპის მილოცვას დაელოდნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ადის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ზელენსკი დაზიანებული ტაძრის სახურავზე.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში