გია ვოლსკი მარტა კოსის განცხადებაზე - ეს ფანდი მოიფიქრეს, რომ დაპირება ჰაერში გამოკიდებული არ დარჩეს და ევროკავშირის დაპირება და ასეთი გადაწყვეტილება კრიტიკოსთა ცეცხლის სამიზნე არ გახდეს

ეს ფანდი მოიფიქრეს, რომ დაპირება ჰაერში გამოკიდებული არ დარჩეს და ევროკავშირის ეგ დაპირება და ასეთი გადაწყვეტილება კრიტიკოსთა ცეცხლის სამიზნე არ გახდეს - ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ეს სტანდარტი და უკრაინის მიმართ ასეთი მიდგომა არასწორია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოებს ვეტოს უფლება არ ექნება.

ვოლსკის თქმით, ორივე ქვეყანამ კარგად იცის და ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანასაც განუცხადებია, რომ უკრაინაში და მოლდოვაში ჯერჯერობით ის სტანდარტი არ მოქმედებს, რომელიც ევროკავშირის წევრობას სჭირდება.

„მთავარი აქცენტი უკრაინაზე კეთდება, ვინაიდან ომი დაიწყო თუ არა, იმ წუთიდან მაღალი ტრიბუნებიდან დაიწყო განცხადებები, რომ უკრაინა სისხლს ღვრის ევროპის გამო და ევროპამ თავისი პოლიტიკური ნაბიჯი უნდა გადადგას. დაპირებები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა სწრაფად გახდება ევროკავშირის წევრი. როდესაც სკეპტიკოსებმა და კრიტიკოსებმა ხმა ამოიღეს და თქვეს, რომ უკრაინაში დაღვრილი სისხლის ოდენობა ნამდვილად არ არის იმ რეალობის შესაბამისი, რასაც კანდიდატის სტატუსის მიცემა ჰქვია, რასაკვირველია, მაშინვე დაიწყო საუბარი, რომ კანდიდატის სტატუსის შემდეგ უკვე სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი. მაგრამ აქ გამოჩნდა ის რეალობა, რასთანაც გვაქვს საქმე - მონაცემები, რაც უკრაინას და მოლდოვას გააჩნია, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ერქვას. ორივეს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ფაქტია, რომ იმ სტანდარტების არ არის ეს ქვეყანა და დათქმის აუცილებლობა წარმოიშვა - ანუ ფანდი მოიფიქრეს. ომობ, სისხლს ღვრი, ცრემლს ღვრი, მაგრამ სამაგიეროდ, აგერ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ხარ. კი ბატონო, უმძიმეს მდგომარეობაში ხარ, მაგრამ უკვე შემდგომ ეტაპზე წევრი გახდები. მაგრამ თვითონაც კარგად იციან და ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანას განუცხადებია, რომ ის სტანდარტი არ მოქმედებს ჯერჯერობით უკრაინაში და მოლდოვაში, რომელიც ევროკავშირის წევრობას სჭირდება, თუნდაც ეკონომიკური მაჩვენებლებით. აქედან გამომდინარე ეს ფანდი მოიფიქრეს, რომ ეს დაპირება ჰაერში გამოკიდებული არ დარჩეს და კრიტიკოსთა ცეცხლის სამიზნე არ გახდეს ევროკავშირის ეგ დაპირება და ასეთი გადაწყვეტილება. ასე რომ, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ეს სტანდარტი და უკრაინის მიმართ ასეთი მიდგომა არასწორია. ყველამ დავინახეთ რეალობაში რა ხდება”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა