მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებზე, კულტურულ სიახლოვეზე, საერთო ღირებულებებსა და თანამედროვე გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე, საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

„საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საერთო კულტურული იდენტობა და ორივე სახელმწიფოს წინაშე მდგარი კომპლექსური გამოწვევები მყარ საფუძველს ქმნის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთის პოზიციების მხარდაჭერისთვის.

მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებულ დინამიკას. აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2025 წლის დეკემბერში ბელგრადში განხორციელებული ვიზიტი პრეზიდენტის დონეზე გამართული პირველი ვიზიტი იყო, დღეს კი პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველად სტუმრობს თბილისს, რაც საქართველო-სერბეთის პარტნიორობასა და ორმხრივ დიალოგს თვისებრივად ახალ იმპულსს შესძენს.

შეხვედრისას ლიდერებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე ყურადღება გაამახვილეს გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. გაჟღერდა, რომ საერთაშორისო წესრიგისა და ძალთა ბალანსის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის ფონზე, ორივე რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი საკვანძო რგოლი, დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან პარტნიორობის გაფართოებით, რაც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარებას.

შეხვედრაზე მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია, რასაც მოწმობს სამხრეთ კავკასიაში ქვეყნის ტრადიციული სამშვიდობო პოლიტიკაც, რომელიც მიზნად რეგიონში გრძელვადიანი, მდგრადი სტაბილურობის მიღწევასა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთნდობის გაღრმავებას ისახავს.

საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ორბელიანების სასახლის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა,“ - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა