ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქციების პაკეტის სამიზნე რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსია.

ასევე, სანქციების მიზანს რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

სანქციების ახალი პაკეტი 34 ფიზიკურ და 47 იურიდიულ პირს მოიცავს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ უფრო ფართო, 21-ე სანქციების პაკეტზე მუშაობს.

„დღეს სანქციების კიდევ ერთი პაკეტი დავამტკიცეთ, რათა რუსეთზე ომის დასრულების მიზნით მეტი ზეწოლა მოვახდინოთ. ამ ზომების სამიზნე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, მისი „ჩრდილოვანი ფლოტი“ და სხვადასხვა ქსელებია, რომლებიც ევროპის წინააღმდეგ მოსკოვის ჰიბრიდულ თავდასხმებს ხელს უწყობენ. პარალელურად, 21-ე სანქციების პაკეტზე მუშაობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა კალასმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში