ანონსი  16 ივნისი

16 ივნისს, 11:00 საათზე, „ძლიერი საქართველო ლელოს“ აღმასრულებელი მდივანი, თაზო დათუნაშვილი ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ქართული ოცნება“ აგრძელებს სოციალური დახმარების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას;

სისტემა, რომელიც სიღარიბის შემცირებას უნდა ემსახურებოდეს, რეალურად მოქალაქეებზე კონტროლისა და მანიპულაციის ინსტრუმენტად არის ქცეული.

16 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობაში ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

16 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

16 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პირების, მარიამ მეყანწიშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

16 ივნისს, 13:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში