ეროვნული ბანკი - მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა, მაქსიმალური წილი კი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მლნ აშშ დოლარი (911.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.1% ით (22.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის მაისის თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მაისში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 43.7%-ს შეადგენს, შესაბამისი 148.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 6.0%-ს უტოლდება.

ასევე, ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, მაისში აშშ-დან 8.1%-იანი, ხოლო ისრაელიდან 22.7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, მოცულობამ კი, შესაბამისად, 63.9 და 29.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37.0 მლნ აშშ დოლარი (99.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის მაისის (35.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.1% მეტია.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში