პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტერიალში მონაწილეობს

პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტერიალში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, აღნიშნული მინისტერიალი მნიშვნელოვანი პლატფორმაა სამართლის სფეროში აქტუალური საკითხებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ სასაუბროდ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მინისტერიალში მონაწილეობა, რადგან მართლმსაჯულების სისტემის განვითარება, სამართლის უზენაესობა, საერთაშორისო კავშირების გაღრმავება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

მიმდინარე მინისტერიალი ეძღვნება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ არსებული აქტუალური საკითხების განხილვას, გამოწვევების შესახებ საუბარს და ამ გამოწვევების დაძლევის გზების მოძიებას, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და, იმედი გვაქვს, რომ მინისტერიალზე ერთმანეთს შორის გაცვლილი ინფორმაცია, გაზიარებული გამოცდილება წაადგება ჩვენს ქვეყანას, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად", - განაცხადა პაატა სალიამ, რომლის კომენტარსაც უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში