პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარება

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარება. აღნიშნული რეგულირების წესის და პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება კი მთავრობას ენიჭება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები “პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ კანონში“ შედის. ინიციატივა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტში მთავრობამ წარადგინა.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, დგინდება პასუხისმგებლობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესის და პირობების დარღვევისთვის.

კერძოდ, აღნიშნული დარღვევა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში - დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო პირველი დარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ ან მეტჯერ ჩადენის შემთხვევაში, დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.

როგორც მთავრობა განმარტავს, დღეის მდგომარეობით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის ფასების არასტაბილურობა ფიქსირდება და რიგ შემთხვევაში, მაღალი ფასნამატი, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირება, მკაფიო საკანონმდებლო საფუძვლის შექმას საჭიროებს, რის გამოც აუცილებელია, რომ მთავრობას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესის და პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭოს.

პესტიციდისა და აგროქიმიკატების მიმოქცევის ჯაჭვში ჩართული ბიზნესოპერატორების მიერ პესტიციდისა და აგროქიმიკატის ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და პირობების დაცვის სახელმწიფო კონტროლს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომას სააგენტო გამოიყენებს.

“კანონპროექტის მიღების შედეგად, მოსალოდნელია პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცენარეული წარმოშობის სოფლის მეურნეობის პროდუქციის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ვინაიდან, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხარჯებში წარმოადგენს 20-50% სხვადასხვა კულტურის მიხედვით“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში