დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად საფრანგეთში ჩავიდა

დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად საფრანგეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ საფრანგეთში ჩავიდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ჟენევაში დაეშვა, საიდანაც „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობის მიღების მიზნით საფრანგეთში, ევიან-ლე-ბენში გაემგზავრა.

საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტი დღეს დაიწყება და 17 ივნისამდე გაგრძელდება.

მოსალოდნელია, რომ ლიდერები სამიტის ფარგლებში ირანის, უკრაინისა და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ.