რუსული მედია - ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ბაჩო ნონაშვილს პატიმრობის მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯა.

რუსული მედიის ცნობით, ნონაშვილი უკრაინაში 2023 წლის ზაფხულში პოლონეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით ჩავიდა და 2026 წლის მარტამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა.

„40 წლის დაქირავებული მებრძოლი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. ნონაშვილი დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული“, - წერს რუსული მედია.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში