დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტე პარასკევს სრულად გაიხსნება - ვფიქრობ, შეიძლება რაღაც გავაკეთოთ უკრაინასთან დაკავშირებით, ახლა, როდესაც ირანი დასრულდა, ჩვენ ყურადღებას ამას დავუთმობთ

ჰორმუზის სრუტე პარასკევს სრულად გაიხსნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევიანში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა.

„სრუტე ნაწილობრივ ღიაა. პარასკევს სრულად გაიხსნება. ახლო აღმოსავლეთში ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი ძალიან მალე გამოქვეყნდება.

„ვფიქრობ, ძალიან მალე. ვიტყოდი, რომ პარასკევის შემდეგ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ასევე, ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, პარასკევს ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღოს.

„ჯეი დი ჩამოდის ამისთვის. მე ალბათ, უკვე აქ აღარ ვიქნები მაგ დროისთვის. საკმაოდ გვიან ვრჩებით აქ, შეიძლება მივიღო მონაწილეობა, შეიძლება არა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა კომენტარი უკრაინის შესახებ გააკეთა და დაამატა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან კარგი საუბრები ჰქონდა.

„ვფიქრობ, შეიძლება რაღაც გავაკეთოთ უკრაინასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ორივე, პუტინიც და ზელენსკიც ამისთვის ღია არიან. ახლა, როდესაც ირანი დასრულდა, ჩვენ ყურადღებას ამას დავუთმობთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში