ანა ბუჩუკური - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, „გახარია საქართველოსთვის“ მარტო მიიღებს მონაწილეობას - დამღლელია, რამდენჯერ შეიძლება შეყრა-გაყრას ვუყუროთ

დამღლელია, რამდენჯერ შეიძლება შეყრა და გაყრას ვუყუროთ - სალომე ზურაბიშვილისგან არაერთხელ მოგვისმენია ასეთი მოწოდებები, მაგრამ, როგორც წესი, დუმილით დასრულებული, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას: „დრო მოვიდა ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების - ეროვნული გაერთიანების დროა!“

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ არ შეიძლება „ყბადაღებული გაერთიანების“ თემა „თავზე მოახვიო“ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომელთაც არა თუ წარსული არ აერთიანებთ, დნმ-ის დონეზე სხვადასხვანაირები არიან.

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას გულისხმობს ქალბატონი სალომე. დავიღალე გაერთიანებებზე ლაპარაკით, მოსმენაც კი დამღლელია ჩემთვის. მე პოლიტიკოსი ვარ და წარმომიდგენია, რიგითი მოქალაქისთვის რამდენად უფრო დამღლელია ამის მოსმენა, ხან სალომე ზურაბიშვილისგან, ხან მიხეილ სააკაშვილისგან, ხან „ნაციონალური მოძრაობისგან“, ხან „ალიანსისგან“ – „მოდი, გავერთიანდეთ, მოდი, გავეყაროთ, მოდი გადავჯგუფდეთ, მოდი, გადმოვჯგუფდეთ“.

ქალბატონი ზურაბიშვილი იქნება, „ალიანსი“, თუ ნებისმიერი სხვა - ყოველ ჯერზე ასეთი საუბრები კრახით დასრულდა. მე არ ვთვლი ასე, რომ გაერთიანება იქნება [გამარჯვების წინაპირობა].

არ შეიძლება ყბადაღებული გაერთიანების თემა თავზე მოახვიო პოლიტიკურ სუბიექტებს, რომელთაც არა თუ წარსული არ აერთიანებთ, დნმ-ის დონეზე სხვადასხვანაირები არიან. მაგალითად, როგორებიც ვართ ჩვენ და „ნაციონალური მოძრაობა.

სალომე ზურაბიშვილისგან არაერთხელ მოგვისმენია ასეთი მოწოდებები, მაგრამ როგორც წესი დუმილით დასრულებული. მე ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ ალბათ, ქალბატონმა სალომემ უნდა ისაუბროს, რას გულისხმობს ამ ყველაფერში. მკაფიოდ გავიმეორებ ჩემი გუნდის პოზიციას, რომ არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

კითხვაზე, „ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მარტო აპირებთ მონაწილეობას?“, ანა ბუჩუკური პასუხობს: „დიახ, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მარტო მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში“.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში