სომხეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და საბერძნეთის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები გაიმართება

სომხეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და საბერძნეთის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2026 გაიმართება, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყოველწლიური სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2026 სომხეთში 17-დან 25 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის (250 მონაწილე), ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიისა და კანზასის ეროვნული გვარდიის (58 მონაწილე), საფრანგეთის (24 მონაწილე) და საბერძნეთის (11 მონაწილე) სამხედრო მოსამსახურეები.

წვრთნები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად გაიმართება.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში