გიორგი ბუტიკაშვილი - ვისურვებდი სალომე ზურაბიშვილმა გააძლიეროს ალიანსი და ბრძოლა საგარეო ველზე - თუ რამე კონკრეტულს ფიქრობს, ტელევიზიებიდან არ უნდა ვიგებდეთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა რთული და პრაქტიკულად განუხორციელებელი ამოცანაა.

ასე ეხმაურება ბუტიკაშვილი მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების შესახებ.

როგორც ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, სხვადასხვა ოპოზიციურ ძალას შორის სრული ერთიანობის მიღწევა წარსულშიც ვერ მოხერხდა და ამის განხორციელება მომავალშიც რთული იქნება.

სალომე ზურაბიშვილი ყველა ჯერზე საუბრობს ერთიანობაზე, ამაზე ნებისმიერი პარტიაც ლაპარაკობს, რომ საერთო ფრონტი უნდა გაჩნდეს. ვერავინ ვერ შეძლო, ვერც წინასაარჩევნო პერიოდში, ვერც ახლა და ვერც მომავალში შეძლებს. ეს არ არის ის ფორმულა, რაც ლამაზი სიტყვების მიღმა გამოვიდეს, რთულია ამის მიღწევა. არ არის იოლი ცხრა პარტიას ჰქონდეს ერთნაირი შეხედულება, ერთი სტრატეგია და ერთი გეზი აღებული.

ყველა ლაპარაკობს დიდ გაერთიანებაზე, რომელიც წარმოუდგენელია საქმეში როგორ გამოიხატება. საქმეში ვიცი როგორ გამოიხატება „ალიანსი“.

ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილს არანაირი ურთიერთობა არ აქვს, გარდა იმისა, რომ აქციებს მხარს უჭერს, მონაწილეობას იღებს“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

ბუტიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური სპექტრისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო მიმართულებით და ამ კუთხით სხვა პოლიტიკურ ძალებთან შედარებით მეტი გავლენა აქვს.

სალომე ზურაბიშვილს საგარეო ველზე ბევრად უფრო მეტი ფუნქცია და წონა აქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერ პარტიას. მის ველს არავინ ეხება, პირიქით მის ველთან ვთანამშრომლობთ. როდესაც „ოპოზიციის ალიანსი“ შეიქმნა, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ „ალიანსის“ ფუნქცია და როლი წარედგინა ქვეყნის გარეთ“,- განაცხადა ბუტიკაშვილმა.

მისივე თქმით, სასურველი იქნება, რომ ზურაბიშვილმა კიდევ უფრო გააძლიეროს "ოპოზიციური ალიანსისა" და წინააღმდეგობის მოძრაობის მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე.

„ვისურვებდი გააძლიეროს ალიანსი, წინააღმდეგობა და მისი ბრძოლა საგარეო ველზე. რა გგონიათ, საფრანგეთში რეზოლუცია რომ მიიღეს, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობა ნაკლები იყო? თუ რამე კონკრეტულს ფიქრობს, ტელევიზიებიდან არ უნდა ვიგებდეთ“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და აღნიშნა, რომ პარტიაში ამჟამად შიდა რეფორმები მიმდინარეობს და საკუთარი პრობლემების მოგვარებაზეა კონცენტრირებული.

„როგორც ვხედავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმები მიმდინარეობს. განსხვავებული ადამიანები მივიდნენ პარტიის სამართავად. უახლოეს მომავალში ახალი თავმჯდომარე უნდა ჰყავდეთ. მათ უნდა დაალაგონ შიდა პარტიული საკითხები, რაც აწუხებთ. როდესაც ამბობენ, რომ ერთიანი ფრონტი უნდა შეიქმნას, ყველა უნდა გაერთიანდეს - ეს წარმოუდგენელია. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მოტყუებაც და ფუჭი იმედების გაჩენაც“,- განაცხადა ბუტიკაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა