ილია თოფურია - ჯასტინ, გილოცავ, გუშინ შენი ღამე იყო - გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ, უფრო ძლიერი, ბრძენი და სახიფათო დავბრუნდები - დამიჯერე, ჩვენ შორის ისტორია დასასრულისგან შორს არის, ჩვენ აუცილებლად გვექნება რევანში

დამიჯერე, ჩვენ შორის ეს ისტორია დასასრულისგან შორს არის. ჩვენ აუცილებლად გვექნება რევანში , - ამის შესახებ ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს.

ილია თოფურია მის მეტოქეს, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას ულოცავს.

„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, რომ ჩემს სახეზე შენს კვალს დატოვებდი და ეს გააკეთე კიდეც. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალიდან მხედველობა წამართვი, მეორე რაუნდის ბოლოსთვის კი მარცხენა თვალიდანაც. არანაირი გასამართლებელი მიზეზები. ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. გუშინ შენი ღამე იყო“, - წერს ილია თოფურია.

ილია თოფურიას განცხადებით, მას გეიჯისთან განმეორებითი ბრძოლა სურს.

„გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ. უფრო ძლიერი, ბრძენი და სახიფათო დავბრუნდები. დამიჯერე, ჩვენ შორის ეს ისტორია დასასრულისგან შორს არის. ჩვენ აუცილებლად გვექნება რევანში“, - აცხადებს თოფურია.

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა.

ბრძოლა 4 რაუნდი გაგრძელდა. მე-5 რაუნდში ბრძოლის გაგრძელება ილია თოფურიამ თვალის დაზიანების გამო ვერ შეძლო.

ბრძოლა თეთრი სახლის ეზოში გაიმართა. ღონისძიება აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა და მას 4 000 მაყურებელთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრო.

ილია თოფურიას ანგარიშზე MMA-ს კარიერაში 17 გამარჯვება და ერთი, დღევანდელი მარცხია.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში