ევროკავშირის საბჭო უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნაზე ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

„დღეს ევროკავშირმა და უკრაინამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს ე.წ. „საფუძვლების“ კლასტერის შესახებ მოლაპარაკებების გახსნით. ეს კლასტერი მოიცავს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ეს მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობას, რომელიც ეხება კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებს, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, საჯარო მმართველობის რეფორმასა და ეკონომიკურ კრიტერიუმებს“, - აცხადებს ევროკავშირის საბჭო.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ, მარილენა რაუნამ განაცხადა, რომ „უკრაინისა და მისი მოქალაქეების მომავალი მტკიცედ არის დაკავშირებული ევროკავშირთან“.

„დღევანდელი გაწევრიანების სამთავრობათშორისო კონფერენცია ხაზს უსვამს უკრაინის მტკიცე ერთგულებას ევროპული ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნავს უპრეცედენტო გამოწვევების მიუხედავად მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ეს უკრაინელი ხალხის გამძლეობის დასტურია“, - აღნიშნა კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ.

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირმა ლუქსემბურგში გამართულ მეორე სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში