ირაკლი მელაშვილი - სააკაშვილმა უყურა გადაცემას, მოეწონა რაც ნანუკა ჟორჟოლიანმა ილაპარაკა და გამოაცხადა, რომ უნდა იყოს ლიდერი, ღმერთმა ხელი მოუმართოთ - ეს არ არის პარტიის სახეცვლილება

სააკაშვილმა უყურა გადაცემას, მოეწონა, რაც ნანუკა ჟორჟოლიანმა ილაპარაკა და გამოაცხადა, რომ ნანუკა უნდა იყოს პარტიის ლიდერი. არ მიმაჩნია, რომ ეს კარგი და სწორია, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რითაც ეხმაურება ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისადმი „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას იმის თაობაზე, რომ ჟორჟოლიანი და მისი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს შეუერთდნენ.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რომ სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი არაფერი არ ხდება და „რასაც ვებრძვით, არაფორმალურ მმართველობას ხელისუფლებაში, ამ პარტიაშიც იგივე ხდება“.

„არ არის ეს პარტიის სახეცვლილება. რაც მთავრობაში კარუსელები კეთდებოდა ხოლმე, ამას თუ პარტიებში გადმოვიტანთ, ეს სახეცვლილება არ არის. ფაქტია ერთი, სააკაშვილმა უყურა გადაცემას, მოეწონა ნანუკა ჟორჟოლიანმა რაც ილაპარაკა და გამოაცხადა, რომ ნანუკა უნდა იყოს პარტიის ლიდერი. მე არ მიმაჩნია, რომ ეს კარგი და სწორია, მაგრამ ეს არის კონკრეტული პარტიის საქმე. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ ჩემთვის ეს არანაირი სახეცვლილება არ იქნება. რადგან ხვალ გაიღვიძებს სააკაშვილი, სხვა გადაცემაში მოეწონება ვინმე სხვა და შეიძლება ნანუკა გვერდზე გაწიონ, როგორც ძველი ლიდერები გაწიოს და სხვა გახდეს ლიდერი.

სინამდვილეში ახალი არაფერი არ ხდება. არის ერთმმართველობა. რასაც ვებრძვით, არაფორმალურ მმართველობას ხელისუფლებაში, აქეთაც, ამ პარტიაშიც იგივე ხდება. სანამ ასეთი მართვის სისტემა იქნება, ჩემთვის ეს არასდროს იქნება დემოკრატიული ალტერნატივის ნაწილი. „ნაციონალური მოძრაობა“ ვიღაცის თვალში რაღაცის ალტერნატივაა, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის დემოკრატიული ალტერნატივა. როგორ შეიძლება ჩავთვალო, რომ ეს ხალხი დემოკრატიულ და ნორმალურ სისტემას გამიკეთებს სახელმწიფოში, როდესაც პარტია ასე იმართება“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა