მარტა კოსი - ჩვენი გადაწყვეტილება, რომ უკრაინა ევროკავშირის შემადგენლობაში იყოს, ამაზე მტკიცე არასდროს ყოფილა

უკრაინასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერი ოფიციალურად გავხსენით, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებშიმარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენი გადაწყვეტილება, რომ უკრაინა ევროკავშირის შემადგენლობაში იყოს, ამაზე მტკიცე არასდროს ყოფილა. გაფართოების მეგა-ორშაბათს, ჩვენ ოფიციალურად გავხსენით მოლაპარაკების პირველი კლასტერი: ჩვენი კავშირის საფუძვლები“, - წერს კოსი.

მისი თქმით, „რუსეთის სასტიკი აგრესიის მიუხედავად, უკრაინამ უკვე მიაღწია უზარმაზარ პროგრესს“.

„იმის გამო, რომ გაწევრიანების პროცესი კანდიდატების დამსახურებაზეა დაფუძნებული, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ამ კლასტერის ფარგლებში საჭირო რეფორმები გააგრძელოს. და რადგან, ჩვენი კანდიდატების შედეგები ჩვენგან შესაბამის პასუხს იმსახურებს, ველით, რომ ევროკავშირის საბჭო მოლაპარაკებების დარჩენილი ხუთი კლასტერის გახსნას დაუყოვნებლივ შეუდგება“, - აცხადებს ევროკომისარი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში