ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მე-19 სართულზე ხანძარი იყო

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მე-19 სართულზე ხანძარი იყო

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მე-19 სართულზე ბინა დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისათვის, ლიკვიდირებულია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყო მობილიზებული.