შალვა პაპუაშვილი - „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს“, თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს „გამჭვირვალობის კანონის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი დაუწუნა

როცა სხვა ქვეყნებს სიტყვით თანასწორობაზე ელაპარაკები, საქმით კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, ყოველთვისაა რისკი, თავადაც ასე მოგექცნენ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პასუხს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე.

"აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს "გამჭვირვალობის კანონის" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი დაუწუნა.

როცა სხვა ქვეყნებს სიტყვით თანასწორობაზე ელაპარაკები, საქმით კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, ყოველთვისაა რისკი, თავადაც ასე მოგექცნენ”,- წერს პაპუაშვილი "ფეისბუქზე".

ცნობისთვის,საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ New York Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადების შესახებ კომენტარი გააკეთა.

კერძოდ, საქმე ეხება ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმად, ფრანგულ ღვინოსა და შამპანურზე 100%-იან ტარიფებს დააწესებს, თუ საფრანგეთი ამერიკულ ტექნოლოგიებზე ციფრულ გადასახადს არ გააუქმებს.

მაკრონმა თქვა, რომ "აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ რა უნდა იყოს ევროპული ან ფრანგული კანონი".

„ტარიფებს სარგებელი არავისთვის მოაქვს. ციფრული გადასახადი ევროპელების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. რამდენიმე ქვეყანამ აამოქმედა. ეს ჩვენი კანონმდებლობის ნაწილია“, - აღნიშნა მაკრონმა.

როგორც ცნობილია, საფრანგეთის მიერ 2019 წელს ამოქმედებული ციფრული მომსახურების გადასახადი უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებზე ვრცელდება, როგორიც Meta, Amazon, Apple და Google-ია. საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წელს ამერიკული კომპანია Airbnb-ისა და გერმანული Axel Springer-ის სარჩელის შემდეგ დაადგინა, რომ ციფრული მომსახურების გადასახადი კონსტიტუციურია.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში