ემანუელ მაკრონი ევროპაში ამერიკულ ტექნოლოგიებზე ციფრულ გადასახადებთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებაზე - აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ რა უნდა იყოს ევროპული ან ფრანგული კანონი

აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ რა უნდა იყოს ევროპული ან ფრანგული კანონი, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ეს კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ New York Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადების შესახებ აღნიშნა.

კერძოდ, საქმე ეხება ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმად, ფრანგულ ღვინოსა და შამპანურზე 100%-იან ტარიფებს დააწესებს, თუ საფრანგეთი ამერიკულ ტექნოლოგიებზე ციფრულ გადასახადს არ გააუქმებს.

„ტარიფებს სარგებელი არავისთვის მოაქვს. ციფრული გადასახადი ევროპელების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. რამდენიმე ქვეყანამ აამოქმედა. ეს ჩვენი კანონმდებლობის ნაწილია“, - აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის მიერ 2019 წელს ამოქმედებული ციფრული მომსახურების გადასახადი უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებზე ვრცელდება, როგორიც Meta, Amazon, Apple და Google-ია. საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წელს ამერიკული კომპანია Airbnb-ისა და გერმანული Axel Springer-ის სარჩელის შემდეგ დაადგინა, რომ ციფრული მომსახურების გადასახადი კონსტიტუციურია.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში