ევროკავშირის საბჭო მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნაზე ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირმა მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

„დღეს ევროკავშირმა და მოლდოვამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს ე.წ. „საფუძვლების“ კლასტერის შესახებ მოლაპარაკებების გახსნით. ეს კლასტერი მოიცავს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ეს მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობას, რომელიც ეხება კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებს, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, საჯარო მმართველობის რეფორმასა და ეკონომიკურ კრიტერიუმებს“, - აცხადებს ევროკავშირის საბჭო.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ, მარილენა რაუნამ განაცხადა, რომ დღევანდელი მიღწევა მოლდოვის მონდომებასა და რეფორმების თვალსაზრისით ძალისხმევას ასახავს.

„ჩვენ მოხარული ვართ მიღწეული პროგრესით და მოუთმენლად ველით მოლდოვის შემდგომ მხარდაჭერას, მაშინ, როდესაც ის ევროპულ გზაზე წინსვლას აგრძელებს, რაც კიდევ უფრო აახლოებს ევროკავშირის წევრობის მიზანთან და იმ შესაძლებლობებთან, რასაც ეს მისი მოქალაქეებისთვის შექმნის“, - აღნიშნა კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს