ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-ირანის შეთანხმების ფარგლებში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს ირანში დაბრუნების უფლება მიეცემათ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ომის დასრულების შესახებ აშშ-ირანის შეთანხმების ფარგლებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს ირანში დაბრუნების უფლება მიეცემათ.

„შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია ის, რომ [ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო] და შეერთებული შტატები დაეხმარებიან ირანს მაღალგამდიდრებული მარაგის განადგურებაში და ეს არის ის, რაც ძალიან ნათლად არის გაწერილი“, - განაცხადა ვენსმა.

ამასთან, მისი თქმით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა წინასწარი შეთანხმება პარასკევამდე გამოაქვეყნოს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმი დაახლოებით ერთნახევარი გვერდის მოცულობის ძალიან ზოგადი დოკუმენტია.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, აშშ-მა შეიძლება განაახლოს თავდასხმები ირანზე, თუ ის ბირთვულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს. ამასთან, დონალდ ტრამპმა დღეს დილით გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ „ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება“.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში