რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი - კულტურას რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობის აღდგენა შეუძლია

კულტურას რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობის აღდგენა შეუძლია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოიმ განაცხადა.

რუსული მედიის ცნობით, შვიდკოი, რომელიც მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, 14-15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა და კინოსპექტაკლების ჩვენებებს დაესწრო.

„მიმაჩნია, რომ კულტურა ის სფეროა, რომელსაც შეუძლია ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ნდობის ის ატმოსფერო აღადგინოს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ადრე იყო. ხალხები ყოველთვის ერთმანეთისკენ ისწრაფვიან. ჩვენ შორის ძალიან ღრმა კავშირებია“, - განაცხადა მიხაილ შვიდკოიმ.

შვიდკოის თქმით, რუსეთი ქართველი ხელოვანებისთვის ღიაა.

„უნდა ითქვას, რომ რუსეთში ბევრი ქართველი შემსრულებელია. ქართველი ხელოვანების ჯგუფები რეგულარულად ჩამოდიან, ასევე, რუსეთში ბევრი შესანიშნავი მუსიკოსი და შემსრულებელი ცხოვრობს და მოღვაწეობს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად