სუნიტი მუსლიმები ჰიჯრას - ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუსლიმებს ჰიჯრას დღესასწაულს ულოცავს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჰიჯრა, მთავრის კალენდრის მიხედვით, მუსლიმურ სამყაროში წელთაღრიცხვის დასაწყისად ითვლება.

„დღეს, მუსლიმები აღნიშნავენ წინასწარმეტყველ მუჰამედის მექიდან მედინაში (იასრიბი) გადასახლებას - ჰიჯრას (622 წელი), მას შემდეგ, რაც მუჰამედმა დაკარგა თავისი ტომის მფარველობა და მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.

ჰიჯრამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ისლამის ფორმირებისა და გავრცელების, ახლად აღმოცენებული ცენტრალიზებული სახელმწიფოს იდეოლოგიად გადაქცევის საქმეში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მუსლიმებს ამ დღესასწაულს და უსურვებს წარმატებებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში