GCCA-მა შპს „ისურვე“, სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, 115 396  ლარით დააჯარიმა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ისურვე“, სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, 115 396 ლარით დააჯარიმა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, GCCA-მა შპს „ისურვეს“ 78 მომხმარებლის განცხადების შესწავლის საფუძველზე უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა. მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ერთი თვის ვადაში უნდა აღედგინა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები, მათ შორის, საქონლის მიწოდების ვადებთან დაკავშირებით და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შეესაბამებინა, რაც კომპანიის მხრიდან არ შესრულებულა.

„კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 %-ს. ჯარიმის დაკისრებისას, სააგენტომ გაითვალისწინა კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, კერძოდ - დარღვევის მასშტაბი, განზრახულობა, სიმძიმე, ხანგრძლივობა და მისი სისტემური ხასიათი.

ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში