Axios - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლისთვის მზად არ არის

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლისთვის მზად არ არის, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებს განუცხადა, რომ „დაზვერვის მონაცემების თანახმად, ირანის განზრახვა შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეესაბამება“.

როგორც გამოცემა წერს, რეტკლიფის გარდა ტრამპის ადმინისტრაციაში ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ სკეპტიკურად განწყობილები სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი ჰიტ ჰეგსეთი არიან, ხოლო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეთანხმებას მხარს უჭერენ.

„ის, თუ როგორ განიხილავენ შეთანხმებას ირანელი მაღალჩინოსნები შიდა წრეებში, არ შეესაბამება იმას, რასაც ისინი შუამავლებთან და აშშ-სთან საუბარში აღნიშნავენ“, - განუცხადეს წყაროებმა გამოცემას.

Axios-ის ინფორმაციით, კვირას ელექტრონულად ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ბირთვული ნაწილი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა მხარეები უფრო დეტალური შეთანხმების მიღწევას მომდევნო 60 დღის განმავლობაში.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, 14-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ირანელები იმაზე მეტს მიიღებენ, ვიდრე დათმობენ.

ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელზეც მხარეების მიერ ოფიციალური ხელმოწერა პარასკევს არის დაგეგმილი, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებას და ბირთვულ საკითხზე შეთანხმების მიღწევის მიზნით 60-დღიანი მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში